apple -საქციების ღირებულება დაეცა. გაყიდვების გაზრდისა და შემოსავლის მატების მიუხედავად, კორპორაციის აქციების ფასი 6,7 პროცენტით არის შემცირებული. ანალიტიკოსები აქციების ღირებულების ვარდნას მე-4 კვარტალის პროგნოზებს უკავშირებენ, რომელიც apple -ს ყველაზე გაყიდვად პრუდუქტ “აიფონზეა” დამოკიდებული. პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, apple -ს მოგებამ მესამე კვარტალში კოლოსალური თანხები შეადგინა. მხოლოდ აპრილ-ივნისში მსოფლიოში 47, 5 მილიონი apple -ს აიფონი გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 35 პროცენტით აღემატება.