ნორვეგიის ტერაქტებიდან 4 წელი გავიდა. 2011 წლის 22 ივლისს ახალგაზრდა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები განახორციელა, რასაც 77 ადამიანი, მათ შორის, ქართველი სტუდენტი გოგონა თამტა ლიპარტელიანი ემსხვერპლა. სასამართლომ ტერორისტს 21 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.