მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მხარეები აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. ურთიერთშეხების ხაზიდან ტანკებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანაზე შეთანხმდნენ, თუმცა როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მარტინ საიდიკმა განაცხადა, დოკუმენტი ხელმოწერილი ჯერჯერობით არ არის.