21 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის მშვიდობის კორპუსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად სამინისტრო და მშვიდობის კორპუსი მიზნად ისახავენ განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს:
(1) ახალგაზრდების მუშაობის და მათი პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხისა და ზეგავლენის გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი გზების მოძიება;
(2) საქართველოში მოხალისეთა პროგრამების ხარისხისა და ზეგავლენის განმტკიცებისა და ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი გზების მოძიება;
(3) მოხალისეებისა და მომსახურების დონის გაუმჯობესებისთვის ერთობლივი გზების მოძიება, როგორც 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავების ძირითადი სტრატეგია;
(4) არაფორმალური განათლების, ჯანდაცვის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თემის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ახალგაზრდების განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ამერიკის მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მაურა ფულტონმა.