21 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი გაბელია წარადგინა.
მინისტრი და ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას ისახავს მიზნად.