ოდესის ვიცე-გუბერნატორი ირწმუნება, რომ თავისი ხელფასის რაოდენობა არ იცის. ამის შესახებ მარია გაიდარმა უკრაინის მეხუთე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „არ ვიცი, რამდენი მაქვს ხელფასი, მაგრამ ზოგადად, ვიცი, რომ ძალიან დაბალი ხელფასებია. ამჟამად ეს, მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს,“-აღნიშნა გაიდარმა. კითხვაზე, თუ რა სახსრებით აპირებს უკრაინაში ცხოვრებას, სააკაშვილის მოადგილემ განაცხადა, რომ მოსკოვში 3 ბინა აქვს, რომლებსაც აუცილებლად გაყიდის. „ბევრი ფული არც მჭირდება, რადგანაც ცხოვრებაში ძალიან მიზერული მოთხოვნილებები მაქვს. უფრო მეტად მაინტერესებს იმის კეთება, რაც მაინტერესებს. ამიტომ, არც ის იქნება პრობლემა, თუ საერთოდ ვერ ავიღებ ხელფასს,“-განაცხადა გაიდარმა.