ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე საავადმყოფოდან გამოწერეს. 74 წლის ფეხბურთელს სან-პაულოს კლინიკაში ხერხემლის ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. სან-პაულოს საავადმყოფოში პელე 2 თვის წინაც მოხვდა. მაისში მას ჰიპერპლაზიის დიაგნოზი დაუსვეს.