ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და სხვა მაღალჩინოსნებიც დაიკითხონ, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე საქმის, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე ბრალდების მხარე პოზიციებს შეაჯერებს.
რაც შეეხება სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, გუბელაძე მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
ჟვანიას დაცვის წევრების ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.