გერმანული „ბავარიის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კატალონიური პარტიის საარჩევნო სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. 44 წლის სპეციალისტი თავის სიაში „კატალონიის კონვერგენციის პარტიამ“ შეიყვანა, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. თავად გვარდიოლა აცხადებს, რომ ბარსელონის პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა პარტიისა და მისი ლიდერის, არტურ მასას პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს. „ბავარიის“ ამჟამინდელი თავკაცი წლების მანძილზე კატალონიურ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ წვრთნიდა.