ოდესის გუბერნატორი თავის ახალ მოადგილეს გამოსაცდელ ვადას აძლევს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს. „გაიდარი იქნება საოლქო ადმინიატრაციის თავმჯდომარის მოადგილე თავისუფალი მანდატითა და გამოსაცდელი ვადით,“-აღნიშნავს საქართველოს ექსპრეზიდენტი. ფონდ „საზოგადოებრივი მოთხოვნის“ ხელმძღვანელი და პუტინის ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი მარია გაიდარი უკრაინაში ოდესის გუბერნატორის მიწვევით გადავიდა. ამის გამო მისი ფონდს კრემლის გრანტი შეუწყდა, უახლოეს ხანებში კი ფონდის ლიკვიდაცია იგეგმება.