ათენმა ვალების გადახდა დაიწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდს საბერძნეთმა ორი მილიარდ 50 მილიონი, ევროპის ცენტრალურ ბანკს კი 4 მილიარდ 200 მილიონი ევრო გადაუხადა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევროკავშირმა საბერძნეთს სასწრაფო კრედიტის სახით 7 მილიარდი ევრო გამოუყო. დონორებთან არსებული დავალიანების ნაწილის გადახდასთან ერთად ათენმა საბანკო მომსახურებაც აღადგინა. ბანკები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გუშინ დილით გაიხსნა.