ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამის შესახებ პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს გიგი უგულავამ და საკრებულომ მომავალი არჩევნების გაყალბება დაამტკიცეს. ჩვენს ხელისუფლებას ფერი არ შეუცვლია. ის ახალ სქემებს იგონებს, ამიტომ მომავალ არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ," - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.
მისივე განცხადებით, ახალი სქემა ყველასთან შეუთანხმებლად დაიდო და ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.
"ეს არის დედაქალაქის მოსახლეობის დაცინვა. ისინი მასობრივად გააყალბებენ არჩევნებს. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავტოვე დღეს საკრებულოს სხდომა," - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა პაატა ჯიბლაძემ.
პარტიის წევრები ხალხს მოუწოდებენ, რომ პროტესტი გამოაცხადონ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.