აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ,,ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის, ე.წ. დემარკაციას გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში არამედ საქართველოშიც გაამწვაოს.
საქართველოში ყოფილი ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. ამასთან, დიპლომატი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს.
„ალბათ, მოვიდა დრო დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დრონების საშუალებით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება”, _აცახდებს,,ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში უილიამ კორტნი.