სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. იმისათვის, რომ პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აირჩიოს, სულ მცირე, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭიროა. საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურის განსახილველად ორკვირაიანი ვადა აქვს.