რუსეთის მიერ ე.წ. სასაზღვრო ბანერის დამონატეჟების საკითხზე პარლამენტი საგანგებო რეზოლუციას მიიღებს. მანამდე კი დოკუმენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. რეზოლუციაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებები საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევად ფასდება. რეზოლუციის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა გუნდმა წარუდგინა.