საოკუპაციო საზღვარი და კონფლიქტის რეგიონში არსებული მდგომარეობა იქნება განხილვის მთავარი თემა ბრიუსელში, სადაც ქეთევან ციხელაშვილი უკვე გაემგზავრა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილე ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებთან და ჟენევის თანათავმჯდომარეებთან საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ისაუბრებს.