მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ფაქტთან დაკავშირებით რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ახალი პროექტი წარუდგინა. მოსკოვი ტრაგედიის მიზეზების ობიექტურად გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მომხრეა, თუმცა საერთაშორისო ტრიბუნალისთვის საქმის გადაცემის წინააღმდეგ გამოდის. მალაიზიური თვითმფრინავი დონბასში სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასული წლის ივლისში ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარში კიევი სეპარატისტებს ადანაშაულებს. მალაიზიამ გაეროს უკვე მიმართა ინიციატივით, საქმე საერთაშორისო ტრიბუნალს გადაეცეს, რასაც მხარი უკრაინამ, ბელგიამ, ჰოლანდიამ, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა უკვე დაუჭირა.