დღეს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ბრწყინვალების ორდენით ცნობილ ქართველ მწერალსა და დრამატურგს, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, რეზო ჭეიშვილს დააჯილდოვებს.
ღონისძიება კულტურის სამინისტროში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.
მწერალი რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 1958 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1961 - 1992 წლებში კინოსტუდიაში "ქართულ-ფილმი" რედაქტორად მუშაობდა. 1992 წელს რეზო ჭეიშვილი საქართველოს მწერალთა ყრილობაზე მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, 2000 წლიდან დღემდე კი იგი საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარეა.