პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოლიმპიურ სოფელს ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ კობიაშვილი ღირსეულად წრმოადგენს ქვეყანას.
,,ოლიმპიურ სოფელს როგორც წესი, მერი ხელმძღვანელობს, მაგრამ ამ სიმბოლურ, თუმცა ძალიან საპატიო თანამდებობაზე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ ლევან კობიაშვილი არის დიდი ფეხბურთელი იგი არის ამავდროულად გამორჩეული პიროვნული ღირსებების მატარებელი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ლევანი იქნება ღირსეული სახე ჩვენი ქვეყნის და იგი დახვდება 50-მდე ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენს”, _განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა.