პრემიერ-მინისტრმ ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე, ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ოლიმპიური ტემპერატურა დღითი დღე მატულობს.
,,ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით "თბილისი 2015” ოლიმპიური ფესტივალის გახსნას. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე და როგორც იტყვიან ოლიმპირი ტემპერატურა უკვე დღითი დღე მატულობს. თბილისში უკვე ანთია ოლიმპირი ცეცხლი და დღეს საზეიმოდ ვხსნით ამ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ სოფელს, სადაც ჩვენი სტუმრები და ოლიმპიადის მონაწილეები დაიდებენ ბინას”_აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ოლიმპიურ სოფელში ყველა პირობაა შექმნილი სტუმრების ღირსეულად დასახვედრად.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015" 26 ივლისს გაიხსნება და 2 აგვისტოს დასრულდება.