ოდესის მცხოვრებლები რეფორმების შედეგებს უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან დაინახავენ. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის მოქმედმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „ვფიქრობ, უკვე იანვარ-თებერვლისთვის ამუშავდება ახალი საბაჟო სისტემა, ადმინისტრაციული მომსახურება, პოლიცია, უკეთ განათდება ქალაქის ქუჩები, დაიწყება ოდესა-რენის ავტომაგისტრალის მშენებლობა. რაც შეეხება ახალ საპატრულო პოლიციას, ის ოდესაში უკვე აგვისტოდან გამოჩნდება,“-აღნიშნა სააკაშვილმა.