უფროსი ბუში საავადმყოფოდან გაწერეს. კლინიკაში მან 4 დღე დაჰყო. ამჟამად ამერიკის 41-ე პრეზიდენტის ჯანმართელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს რამდენიმე კვირა კორსეტის ტარება მოუწევს. კლინიკაში 91 წლის ექსპრეზიდენტი მას შემდეგ მოხვდა, რაც ეზოში დაეცა და კისრის მალები დაიზიანა.