ნახევარსაუკუნიანი ემბარგოს შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა. ვაშინგტონსა და ჰავანაში ორი ქვეყნის საელჩოები გაიხსნა, დღეს კი ერთმანეთს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები ჯონ ქერი და ბრუნო როდრიგესი შეხვდებიან. დიპლომატიური კავშირი შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის გასული საუკუნის 60-ანი წლების დასაწყისიდან შეწყდა. 50 წლის განმავლობაში ამერიკულ მხარეს კუბისთვის სავაჭრო ემბარგოც ჰქონდა დაწესებული.