საბერძნეთში საბანკო არდადეგები სრულდება. დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საბანკო მომსახურება უნდა აღდგეს. სავარაუდოდ მუშაობას განაახლებს ათენის ბირჟაც. ბანკების დროებით დახურვის გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც პანიკაში ჩავარდნილმა მოსახლეობამ ბანკებიდან დიდი რაოდენობით თანხების გატანა დაიწყო. მას შემდეგ კი, რაც ათენმა საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნები დააკმაყოფილა, დონორებმა საბერძნეთისთვის მორიგი ტრანშის გადარიცხვაზე თანხმობა თქვეს. შეთანხმებიდან რამდენიმე საათში საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბანკო მომსახურება ქვეყანაში ორშაბათიდან განახლდებოდა.