მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც ის საჯაროდ მემუქრება, რომ მომკლავს,-ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მარია გაიდარის განცხადების საპასუხოდ წერს.
რუსი ოპოზიციონერი, სააკაშვილის ახლადდანიშნული მოადგილე აცხადებს, რომ ყოველთვის იყო უკრაინის ტერიტორიის მომხრე.
"მე ყოველთვის ვიყავი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მომხრე, ყირიმის ანექსიის წინააღმდეგი და ომის წინააღმდეგი, რომელიც ახლა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ეს პოზიცია არაერთხელ გავაჟღერე რუსეთში და ჩემი უთანხმოება პოლიტიკასთან და ომთან გახდა იმის მიზეზი, რომ ჩამოვედი აქ სამუშაოდ და ვაპირებ მივიღო უკრაინის მოქალაქეობა",-განაცხადა მარია გაიდარმა.
"მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეეგობა, რის გამოც ის საჯაროდ მემუქრება, რომ მომკლავს. ჩემთან ერთად ვერასოდეს იმუშავებს ადამიანი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ორაზროვან პოზიციას გამოხატავს. პირიქით, ყველაფერი, რაც ძირს უთხრის პუტინს, უკრაინისთვის სასარგებლოა და ჩვენს გამარჯვებას აახლოვებს", - აცხადებს საკუთარ პოსტში მიხეილ სააკაშვილი.