ხვალ, 20 ივლისს, თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნება.
ათლეტების სოფელს, რომელშიც ოლიმპიური ფესტივალის დროს 4 000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 10 :00 საათზე ოფიციალურად გახსნის.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015" 26 ივლისს გაიხსნება და 2 აგვისტოს დასრულდება.