ოდესის ვიცე-გუბერნატორი მარია გაიდარი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ვრცელი ინტერვიუ რუსმა ოპოზიციონერმა გაზეთ „კომერსანტს“ მისცა. „რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, პირველი მიმართულება იქნება მოქალაქეებთან მუშაობა. მოგეხსენებათ, ოდესაში რეფორმირებისა და შემცირებების პროცესი მიმდინარეობს. მეორე მიმართულება კი იქნება უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც სურთ ჩვენთან ერთად მუშაობა და ფულის მოცემა,“-აცხადებს გაიდარი.