გარევაჭრობაზე რეგულაციები მკაცრდება. ზედამხედველობის სამსახურმა გარე მოვაჭრეებს ოფიციალური გაფრთხილება და 2 დღიანი ვადა მისცა. ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, სიმინდით მოვაჭრეები იყენებენ გაზს, რომელიც კუსტარულად არის დამონტაჟებული და უსაფრთხოების ნორმებს არ შეესბამება, აუცილებელია გამოიყენონ ელექტროენერგია ან შეიძინონ სპეციალურად, ქარხნული წესით დამზადებული სიმინდის მოსახარში დანადგარი, რომელიც ელემენტებზე მუშაობს და საფრთხეს არ წარმოადგენს. ფიზიკური პირი თუ 2 დღის ვადაში აღნიშნულ გაფრთხილებას არ დაემორჩილება 500 ლარით ხოლო იურიდიული პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.