ხვალ, ორშაბათს, 20 ივლისს, 16:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის წევრთათვის მოეწყობა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ფარგლებში აშენებული სპორტული ობიექტების დასათვალიერებელი ტური.
ღონისძიება დასრულდება ოლიმპიური სოფლის დათვალიერებით.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015" 26 ივლისს გაიხსნება და 2 აგვისტოს დასრულდება.