უკრაინის დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე საქართველოსადმი სოლიდარობის მშვიდობიანი მიტინგი გაიმართა. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში რუსეთის მიერ მცოცავი ანექსია გააპროტესტეს.
მიტინგის მონაწილეებს ეკავათ ინგლისურ ენაზე შესრულებული პლაკატები: "შეაჩერეთ რუსეთი! უკრაინელები საქართველოსთვის" და "კიევიდან თბილისში სიყვარულით".