ამერიკელი მილიარდერი და პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი თანაპარტიელი სენატორის, ჯონ მაქქეინის სამხედრო დამსახურებებს ეჭვქვეშ აყენებს. მორიგი სკანდალური განცხადება მან ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა. „გმირად მას იმიტომ თვლიან, რომ ვიეტნამის ომში ტყვედ ჩავარდა. მე კი ისინი უფრო მომწონს, ვინც ტყვედ არ ვარდებება,“-აღნიშნა ტრამპმა.