ოდესის გუბერნატორი სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციას მოითხოვს. ამის შესახებ მან პორტ „იუჟნიში“ განაცხადა, სადაც ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. „არალეგალური კაზინოები არის ოდესაშიც და კიევშიც. საინტერესოა, ვის ვატყუებთ ან თავს რატომ ვიტყუებთ? სათამაშო ბიზნესი ლეგალური უნდა გახდეს.“-აღნიშნა სააკაშვილმა. კაზინოების ლეგალიზების კანონპროექტს უმაღლესმა რადამ კენჭი სამჯერ უყარა, თუმცა კანონპროექტი სამივეჯერ ჩავარდა.