აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი თეირანს არ ენდობა. ამის შესახებ მან ნიუ-ჰემფშირში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „მჯერა თუ არა ირანელების? რა თქმა უნდა, არა. არიან ადამიანები ჩვენს კონკურენტ პარტიაში, რომლებიც აცხადებენ, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება შეცდომაა და რომ თეირანი ჩვენს მოტყუებას შეეცდება. მე მათ აზრს პატივს ვცემ და მათ არგუმენტებს ვიზიარებ,“-აღნიშნა კლინტონმა. შეთანხმებას საერთაშორისო ექვსეულმა ირანთან 2 დღის წინ მიაღწია. სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თეირანი ბირთვული პროგრამის შეზრუდვას დათანხმდა.