მათ, ვინც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმის საერთაშორისო ტრიბუნალზე გატანას ეწინააღმდეგება, თავად არის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა. „ვისაც ამ პროცესის შეჩერება სურს, სწორედ ის არის ამ საშინელ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი,“-აღნიშნა პოროშენკომ. მალაიზური სამგზავრო თვითმფრინავი დონბასში გასული წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარში კიევი სეპარატისტებს ადანაშაულებს, მალაიზია კი, უკრაინასთან, ჰოლანდიასთან, ბრიტანეთთან, ბელგიასა და ავსტრალიასთან ერთად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს, რაზეც რუსეთის ლიდერმა თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა. პუტინი ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ გამოდის.