ოდესიდან რუსეთის კონსულის გაძევების ფაქტს ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად, რომელიც მიზნად ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ხელოვნურ დაძაბვას ისახავს. რუსეთი საპასუხო ზომებს აუცილებლად მიმართავს,“-ნათქვამია ლავროვის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაში. რუსეთის კონსული ოდესაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა „პერსონა ნონ გრატად“ დღეს გამოაცხადა.