ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯონი დეპიმ საბერძნეთში პატარა კუნძული იყიდა. ამის შესახებ ბერძნული სააგენტო ANA-MPA იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 0,2 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძულში მსახიობმა 4,2 მილიონი ევრო გადაიხადა. ამჯამად მსახიობი ავსტრალიაში“კარიბის ზღვის მეკობრეების“ მორიგი სერიის გადღებებზე იმყოფება.