მალაიზიური ბოინგი დონეცკში სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ჯონ ქერის თქმით, თვითმფრინავს „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტა ესროლეს. „ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას მოვითხოვთ. ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, დაუსჯელი არ უნდა დარჩევს,“-აღნიშნა ქერიმ. მალაიზური სამგზავრო თვითმფრინავი დონბასში გასული წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა.