გერმანიის კანცლერი სოციალურ ქსელებში კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. ამის მიზეზი ლიბანელ დევნილებთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი გახდა. 14 წლის დევნილმა გოგონამ მერკელს შესჩივლა, რომ მის ოჯახს გერმანიიდან გადეპორტება ემუქრებოდა, კანცლერი კი მისთვის იმის ახსნას შეეცადა, რომ გერმანია ყველა დევნილს ვერ მიიღებს. გოგონამ ტირილი დაიწყო, მერკელმა კი მას მხარზე ხელი მოუთათუნა. მას შემდეგ, რაც ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, გერმანიის კანცლერი დევნილთა პრობლემებისადმი გულგრილობასა და არაემოციურობაში დაადანაშაულეს.