დონბასის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. წუსტად ერთი წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. კატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც იყვნენ. ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად დღეს მალაიზიაში, ავსტრალიასა და ჰოლანდიაში სამგლოვიარო ღონისძიებები მოეწყობა. მგზავრთა უმრავლესობა სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.