დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ისა და იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების ვიზიტი ტოკიოში გაიმართება.პონური მხარის მოწვევით შედგა
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი დავით ჯალაღანია.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა სუამ-იაპონიის ფორმატის მე-6 შეხვედრა და სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების შეხვედრა საპარლამენტო მინისტრის მოადგილესთან კენტარო სონოურასთან.
სუამ-იაპონიის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და გაცვალეს მოსაზრებები ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.
საუბარი შეეხო ისეთ სფეროებს, სადაც არსებობს თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების სურვილი, მათ შორის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წყლის რესურსების მართვის სფეროებში. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სუამ-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, მხარეებს შორის მდგრადი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება წარმოადგენს.
სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორებმა და იაპონურმა მხარემ შეათანხმეს აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის „სუამ-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამის“ პროექტი.
დოკუმენტის მიღება, სუამ-იაპონიის მაღალი დონის მორიგი შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება პრესისათვის.
ხოლო იაპონურმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „The Global Forum of Japan” უმასპინძლა რიგით მეორე კონფერენციას „The Second Dialogue of GUAM-Japan”.
ღონისძიებაში, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორებისა და იაპონიის მთავრობის გარდა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა მინორუ კიუჩიმ, რომელმაც გახსნა კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებს წერილობით მიმართეს იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი სიტყვით წარსდგა კონფერენციის პანელზე “promoting shared values for peace and prosperity”.
ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა, საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან კენტარო სონოურასთა. რეგიონული თანამშრომლობის გარდა, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.