საბერძნეთში საბანკო არდადეგები სრულდება. ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ორშაბათს ბანკების გახსნის პირობას დებს. საბანკო მომსახურება საბერძნეთში 28 ივნისს შეიზღუდა, მას შემდეგ, რაც პანიკაში ჩავარდნილმა მოსახლეობამ ბანკებიდან დიდი რაოდენობით თანხების გატანა დაიწყო. ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ათენი საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნების შესრულებას მაინც დათანხმდა. ხისტი ეკონომიკური რეფორმების პაკეტს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, რის სანაცვლოდაც საბერძნეთი მორიგ ფინანსურ ტრანშს მიიღებს. ბანკების რეკაპიტალიზაციაზე მთავრობა 25 მილიარდ ევროს დახარჯავს.