მორიგი ტერორისტული აქტი ნიგერიაში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქ გომბის ცენტრალური რაიონი გახდა. ასაფეტქებელი მოწყობილობები ადგილობრივი ბაზრის ტერიტორიაზე ამოქმედდა, რასაც 49 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას “ბოკო ჰარამის” ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.