საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ
ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელმა ბანერმა მართლაც გადმოინაცვლა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმიდან. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების საპასუხოდ განაცხადა, იმასტან დაკავსირებით, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ე.წ. საზღვარის გადმოწევას უარყოფს.
ბერუჩაშვილის განცხადებით, ჩრდილოეთით საქართველოს აქვს მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვარი.
"რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. საზღვარიც არ არის. ეს არის საოკუპაციო ხაზი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე არის შემოხაზული მავთულხლართებით, გარკვეულ მონაკვეთზე არსებობს ვირტუალურად იმ მხარის გადასახედიდან, რომელიც აკონტროლებს ტერიტორიას საოკუპაციო ზოლამდე. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ გადმოსახედიდან ვისაუბრებთ, ბანერი იყო ოკუპირებული ტერიტორიების უფრო შიგნით და გადმოვიდა ახლოს და მიუახლოვდა 450 მეტრით ცენტრალურ მაგისტრალს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა და დასძინა, რომ ბანერის დისლოკაცია ნამდვილად მოხდა და ეს არის ფაქტი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ გადმოსულა არც ერთი ბანერი, არც ერთი მავთუხლართი.
,,ყველა ბანერი, ყველა მავთულხლართი, რაც კი აღმართულა, დამდგარა, გადაწეულა, გადმოწეულა, ეს ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, ანუ იმ კანონის ფარგლებში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დადგინდა. ანუ, ოკუპირებული ტერიტორიის გარეთ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ, ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ გადმოსულა არც ერთი ბანერი, არც ერთი მავთუხლართი. ბაქო-სუფსის ნაწილი ახლა არ მოქცეულა იქ. ყოველთვის იყო, როგორც კი გაყვანილი იქნა ბაქო- სუფსის მილსადენი, გაყვანილი იქნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ითვლებოდა ყოფილი სახმრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიად. 2008 წლამდე აკონტროლებდა საქართველოს მხარე, შემდეგ უკვე საოკუპაციო ჯარები. ეს, დაახლოებით, ისეთი რაღაცაა, წარწერა რომ გაჩნდეს კარზე, რომ იქ ცხოვრობს ზაქარეიშვილი, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა. ამ ბანერმა საქართველოში შექმნა გარკვეული რაღაც ვნებათაღელვა იმაზე, რაც უკვე დიდი ხანია არსებობს, რაც ახლა ხდება, ეს ხდება 2008 წლის აგვისტოდან",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.