ფრანგმა სამართალდამცავებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 4 მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ 4 ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. სპეცოპერაციები ბუშ-დიუ-რონისა და იველინის დეპარტამენტებში ჩატარდა.