უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებები გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც დონეცკსა და ლუგანსკს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. ამავე წყაროს თანახმად, უმაღლესი რადის პროფილურმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა.