რუსეთმა დონბასში კიდევ ერთი, რიგით 32-ე ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. სატვირთო მანქანებმა როსტოვის ოლქი უკვე დატოვეს და აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარს რამდენიმე საათში გადაკვეთენ. ამჯერად დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა სურსათს, სახელმძღვანელოებს, საკანცელარიო ინვენტარსა და მედიკამენტებს მიიღებენ.