მცოცავი ოკუპაციის თემას ბრიუსელიც ეხმაურება. საგანგებო განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გვიან ღამით გავრცელდა. „ახალი ე.წ. სადემარკაციო ხაზების გავლება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს და ნეგატიურად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საკუთარებასა და გადაადგილების თავისუფლებაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად ადევნებს თვალს შექმნილ ვითარებას და მოვუწოდებთ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისა და ისეთი მექანიზმების გამოყენებისკენ, როგორიც ჟენევის დისკუსია და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმია. ამავე დროს, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“-ნათქვამია განცხადებაში.