საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თემას ოფიციალური მოსკოვიც ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალთა მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ლავროვის უწყების ინფორმაციით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე აბაშიძე საზღვრის გადმოწევის თემასაც შეეხო, თუმცა მსგავსი საკითხები სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს. “ამ საკითხებს თბილისი პირდაპირი დიალოგის გზით ცხინვალთან უნდა განიხილავდეს, რისთვისაც არსებობს ინციდენტების პრტევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფორმატი,”-აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.