პროკურატურამ ლიკა კიკიანი ოფიციალურად დაზარალებულად სცნო.
საიას ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილებას კიკიანის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ხვალ ჩაიბარებს.
ლიკა კიკიანს საია -ს იურისტი იცავს.
9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიმდინარეობს რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.