მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ცენტრალურ მთავრობაში გადასვლა არ სურს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს. “რაც შეეხება სპეკულაციებს იმის შესახებ, თითქოსდა ცენტრალურ მთავრობაში გადასვლაზე ვფიქრობ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს სიცრუეა. ასე რომ ყოფილიყო, პირველ ვიცე-პრემიერობაზე უარს არ ვიტყოდი. მე არ მაქვს პირადი ამბიციები. მაქვს მხოლოდ იმის ამბიცია, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. შევეცდები ეროვნულ პოლიტიკაზე გავლენა ოდესაში განხორციელებული ცვლილებებით მოვახდინო,“-აღნიშნა სააკაშვილმა.